Slider

„საქართველოს პრორუსული ხელისუფლების დამხობა უკრაინის ინტერესებშია”

უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე “Интерфакс-Украина”-თან აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება პრორუსულია და მისი შეცვლა უკრაინის ინტერესებშია.

„მიმაჩნია, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლების დამხობა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია. უკრაინის პრეზიდენტის ან სხვა ადამიანების პოზიციას არ გამოვხატავ, რადგან მე უკრაინის ოფიციალური მოხელე არ ვარ. ეს ჩემი პირადი, მაგრამ საკმაოდ მყარი პოზიციაა“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “Интерфакс-Украина”-თან.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვერავინ დაუშლის ქართველს ქართველად ყოფნას, თუმდაც მას უკრაინული პასპორტი ჰქონდეს და უკრაინის პატრიოტი იყოს.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close