Slider

„თქვე მართლა „თეთრ ბოტასიანებო“, ვიდეო ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია“

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე განცხადებას ავრცელებს

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე განცხადებას ავრცელებს.

მირიან ნიკოლაძე ელისო კილაძესა და ნიკა გვარამიას პასუხობს, რომლებმაც ტელევიზიაში მირიან ნიკოლაძის ხელწერილი წარადგინეს, სადაც საუბარი იყო, რომ გამოძიების დეტალებზე. ისინი აღნიშნავდნენ, თითქოს მირიან ნიკოლაძემ ჩაიბარა გიორგი შაქარაშვილის თეთრი ფერის ბოტასები გამოძიებისგან.

როგორც მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს, „თქვე მართლა „თეთრ ბოტასიანებო“ თქვენ, ვიდრე სკანდალების კოცონზე დამწვავთ ვიდეო ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია“.

ნახალოვკელი „კაწრო“ და გამომძიებელი „ბაწრო

რა მექნა მეტი ამ „სამოსან“ კაცს, გეხვეწეგემუდარე ყველა გადაცემაში: „ნუ, იზამ, არ გემის ეგ საქმე, დაანებე თავი, ცოდვა ხარ თქო“, მაგრამ არ გამოვიდა. არ მინდოდა ასე დაგემთავრებინა, მაგრამ ვერ შევძელი. თქვენი ბოლო, რომ „თეთრი ბოტასები“ იყო, გული მიგძნობდა, მაგრამ მანამდე ჩემო გამოძიების „ბაწრო“, ერთი მძიმე და ნიშანდობლლივი დეტალია.

როცა ოჯახის წევრი ბოლო იმედს შესციცინებს, რომ შვილი ცოცხალი იპოვოს, ის ემხრობა არა ბავშვის მოკვლის, არამედ მისი გადარჩენის ვერსიას. გიორგის აღმოჩენამდე არც ერთ წევრს ოჯახისას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ვნადგურდებოდით. ამიტომ ვეძებდით მონასტრებში, მეტროსადგურებთან, მიმდებარე ფერდობებზე და კიდევ ბევრ ადგილას, ვიღებდით ვიდეო ფირების ჩანაწერებს, ვეკითხებოდით გამვლელებს, გვჯეროდა, რომ ჩანთა ბავშვმა დადო ხიდის ბურჯზე, ამიტომ ვებღაუჭებოდით ბოლო იმედს. სწორედ ამ დროს თქვა გიორგის ერთ-ერთმა ნათესავმა თქვენზე: „ლეშის სუნზე რომ გიენები დარბიან, ისე უნდათ ამათ, რომ ბავშვი მკვდარი აღმოჩნდესო“, რაზედაც ვუსაყვედურე და ახლა ვუხდი ბოდიშს.
ვიდრე კომკავშირის ცეკას მდივანივით იჯდები სუფრის თავში, მუდმივად დაუწყებ შემთხვევის ადგილის ძებნას იქ, სადაც ბავშვი საერთოდ არ ყოფილა. მუდმივად დაიწყებ იმის მტკიცებას, რომ ბავშვი ხუთმეტრიანი ჯებირიდან გადავარდა წყალში და ამაზე მთელი ქვეყანა დაგცინებს.
ვიდრე სისხლის სამართლის მასალები „თხა და გიგოსავით“ გეჭირება ხელში, მანამდე სუნთქვას შეაკვრევინებ ექვსი წუთით მთელ ქვეყანას და „მაღალი პროფესიონალიზმით“ დაუმტკიცებ, რომ ექვს წუთში „ყველაფერი დამთავრდა“. მერე დაგიწყებს დაზარალებული ხვეწნას-ნუ მირიცხავ მკვლელობის ვერსიას შენი უცოდინრობით და ხელს ნუ მიშლიო.
ვიდრე სისხლის სამართლის საქმეებში განთავსებული გამომძიებლების სტანდარტული ათეულობით პატაკი გეგონება „მტკიცებულების განადგურების მცდელობა“, მანამდე პირველკურსელი იურისტების დაცინვის მსხვერპლი იქნები.

ვიდრე წყალში ასფიქსიით გარდაცვლილ ბავშვზე (რომელიც ოჯახმა ჯერ კიდევ მესამე დღეს იცოდა), ექსპერტიზის მოსვლამდე მთელი სერიოზულობით ამტკიცებ, რომ მას „ოთხი დღე მანქანით“ დაატარებდნენ, მანამდე გააგრძელებ მუცლით მეზღაპრეობას და ბავშვები დაგცინებენ.

მართლა მეზარება ახლა კიდევ ბევრი საცოდაობის წერა (დილით ადრე ვარ ასადგომი), მაგრამ გამოძიების სასწავლად ამ ეტაპზე ესეც გეყოფა.

ახლა, რაც შეეხება შენს „საგამოძიებო ჯგუფს“. ელისო კილაძის იმედზე რომ იქნები, მერე ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალო. იმას რომ ვერ გაარკვევთ საქმეში რამდენი სამარშრუტო ტაქსი ფიგურირებს და რომელი რა მიმართულებით მოძრაობს, ბუნებრივია, „ხვალ მთელ ჭიათურას შემოივლით“ (თუ როგორც ბრძანა ქალბატონმა) თეთრპერანგიანი ადამიანების ძებნაში და ბოლოს მიხვდებით, შტერი თავი რატომ არ აძლევს ფეხებს მოსვენებას.

მაგრამ ეგ არაფერი. გარდაცვლილი ბავშვის ბიძის თავისივე შვილის მკვლელთა დაფარვაში აღმოჩენილი „უტყუარი სამხილი“ -თეთრი ბოტასები, იყო ის, რაც რეალურად ხართ.
კი ხართ ღირსები, საერთოდ რომ არ გითხრათ რა ხელწერილია და რის გამო შედგა, მაგრამ გეტყვით მერე ვიღაცა და შემდეგ გადაცემაში ისე „ჩაასწორებთ“, როგორც „ექვსი წუთის“ ამბავს, ვითომც აქ არაფერი მომხდარა. თქვე მართლა „თეთრ ბოტასიანებო“ თქვენ, ვიდრე სკანდალების კოცონზე დამწვავთ ვიდეო ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია.

საკუთარმა დედამ, იმ დედამ, რომელსაც ყოველ ღამე თავიდან ჰკლავთ თქვენი მდარე მიდრეკილებების გამო, ჯერ კიდევ გიორგის ძებნის პროცესში გადმომცა, რომ კინოლოგიური სამსახურის მეშვეობით გვეძებნა ბავშვის კვალი, ხოლო საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაგვიბრუნდა უკან, რასაც ადასტურებს „სკანდალური ხელწერილი“ (მაგის მთქმელს ნამუსი რომ არ აქვს ვიცი, მაგრამ დღეიდან სერიოზულადაც ნუ დაუჯერებთ რამეს, თქვენთვის ვიძახი).

რას ვერჩი იმ ანგელოზივით მხატვრული ფილმის უწყინარ პერსონაჟს არ ვიცი, მაგრამ მთელი ქვეყანა, რომ დღეიდან ნახალოვკელ „კაწროზე“ და გამომძიებელ „ბაწროზე“ ისაუბრებს ეგ ვიცი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close