Slider

„გიორგი შაქარაშვილი მოკლეს.. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომში ის გადააგდეს მდინარე არაგვში“

ეს ექსპერტიზა ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. ამის შესახებ “2020NEWS”-ის პრესკლუბში გარდაცვლილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიცია.

„იცით, რომს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, ამ დასკვნას ოჯახი ველოდით ძალიან დიდხანს, იმ თვალსაზრისით, რომ ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი გამოძიებაში. სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა დაგვედასტურებინა ჩვენი პოზიცია, რამდენად რეალური იყო ოჯახის ვერსია გიორგის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით. ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომში ის გადააგდეს მდინარე არაგვში.

შესაბამისად, ოჯახს ექნება კატეგორიული პოზიცია, შსს-სა და პროკურატურის წინაშე, რომ ყველა დამნაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო. ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close