სამართალი

ოჯახის წევრების მიმართ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი დააკავეს

პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის საკრებულოს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ გრემელაშვილი დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, ტეტე-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს”, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close