სხვადასხვა

რომელი ხილი ასუქებს და რომელია ყველაზე დაბალკალორიული?

როცა საქმე სხეულის წონის კლებას ეხება, არა მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი საკვების რა ნაირსახეობის მიღება გეზღუდებათ, არამედ ისიც, თუ რა უნდა მიირთვათ, რომ სასურველ შედეგს დროულად და წარმატებით მიაღწიოთ.
ადამიანების უმრავლესობას ნებისმიერი ხილი დაბალკალოროული ჰგონია, თუმცა ეს არასწორი ვარაუდია. გთავაზობთ ხილის კალორიულობის ცხრილს 100 გრამ პროდუქტზე კილოკალორიებში. როგორც ხედავთ, ყველაზე მაღალკალორიულია ყურძენი, ხურმა, თუთა, ზღმარტლი, ბანანი. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი ხილი დიეტურ პროდუქტად ვერ ჩაითვლება.

ალუბალი – 47
ალუჩა, ტყემალი – 38
ანანასი – 40
ასკილი – 82
ატამი – 44
ბალი -52

ბანანი – 60
ბროწეული – 52
გარგარი – 44
გრეიპფრუტი – 35
ვაშლი – 44
ზღმარტლი – 53
თუთა – 53
კივი – 46
კომში – 30
ლეღვი – 62
ლიმონი – 21
ჟოლო – 18 მანგო – 56
მანდარინი – 32
მარწყვი – 33
მაყვალი – 44
მოცვი – 45
მოცვი წითელი – 41
მოცხარი წითელი – 32
მოცხარი შავი – 34
მსხალი – 47
ნესვი – 25
საზამთრო – 21
ფეიხოა – 46
ფინიკი – 281
ფორთოხალი – 33
ქლიავი – 45
ყურძენი – 69
შინდი – 41
ხურმა – 69

აკადემიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ესა თუ ის ხილი ეფექტურად ზემოქმედებს ორგანიზმის ცხიმების წვის პროცესში. ხილის სახეობათა ჩამონათვალი არც თუ ისე მცირერიცხოვანია, თუმცა ყველაზე მეტი აქტიურობით გრეიფრუტი, ვაშლი, მსხალი, კანტალუპა, ქლიავი, ბროწეული და ჟოლო გამოირჩევიან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close