სამართალი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა დასრულდა.

გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განაცხადა, ავთანდილ ბილანიშვილმა გამოკითხვის დროს აღნიშნა, რომ არ ფიგურირებს გავრცელებულ ვიდეოკადრებში.

ადვოკატის თქმით, ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close