სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება ავთო ბილანიშვილი.

მისი ადვოკატის თქმით, გამოკითხვაზე დაბარება უკავშირდება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ავთო ბილანიშვილიც ფიგურირებს და არა იმას, რომ გავრცელებულ კადრებში მისი ინდენტიფიცირება მოხდა.

„მთავარმა არხმა“ გუშინ გაავრცელა ვიდეო, რომელიც დიდუბეში სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და სადაც მოწმე, გურამ ამირხანაშვილთან ერთად ჩანს უცნობი მამაკაცი. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ეს მამაკაცი სავარაუდოდ ავთო ბილანიშვილია.

საქმეში ბილანიშვილის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს მისი ადვოკატი, თამარ აბესაძე, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნულ დროს ბილანიშვილი დიდუბეში საერთოდ არ იმყოფებოდა და ამის უტყუარი მტკიცებულებებიც არსებობს.

„პრაიმტაიმი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close