პოლიტიკა

„პუტინის მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ “ ანზორბიჭუნა” ამაზე კარგი ლოცვა რა გინდათ?!“

„კანონი და სამართალის დამფუძნებელი“ თაკო ჩარკვიანი ანზორ ბიწაძეს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს:

„ედინაია რასიას” ანუ “ედინაია გრუზიას” პარტიის ლიდერის (ბურჯანაძის) შვილმა თქვა “ ეს სიბრძნე”, აი იმ ხაჭაპურ ნაჭამმა “ ბავშვმა”, დედას რომ უთხრა “ რუსის ჯარი შემოვიყვანოთ და 500 კაცი თუ მოკვდება არაფერია, მერე მიშა გრუს ჯარს ელაპარაკოსო”.

ეჰ “ანზორიკობიჭუნავ”, ( ვარსკვლავბიჭუნა მინდოდა მეთქვა) ახლა უკვე დიდი ბიჭი ხარ, რომ არ იცოდე, რომ შენ და თქვენმა პარტიამ მხარი რომ დამიჭიროთ დავფიქრდები, ასეთი რა ჩავიდინე, ასეთი სამარცხვინო ჩემი ქვეყნის, წინაშე, – წინ ჩემო ქვეყანავ !!!

წინ ქატოს მენიუ გველოდება, აი ასე მაგალითად -ფქვილი იქა, ქატო აქა

ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმაა, ჰოდა, პუტინის მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ “ ანზორბიჭუნა” ამაზე კარგი ლოცვა რა გინდათ?! მართლა გულწრფელად გლოცავ

p.s. აბა ჰე, გაჭირვებულ ხალხთან რომ მიხვალ წინასაარჩევნოდ პურის წაღება და ჩამორიგება არ დაგავიწყდეს, რადგან თქვენგან ქატონაჭამ შენს თაობას, დღემდე მისი -ობის გემო ახსოვს და მომავალში დარწმუნებული ვარ, იმ გემოს გახსენება და გამეორება არ, აღარ მოუნდებათ!!!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ანზორ ბიწაძემ განაცხადა, რომ მაჟორიტარად თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას შანსი არ აქვს და რომ მას მხარს არ დაუჭერს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close