საზოგადოება

„ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა რისკის შემცველია“ – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საბავშვო-გასართობი ცენტრების გახსნა რისკის მატარებელია.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ჯერ მიღებულია გადაწყვეტილება ფიტნეს ცენტრებისა და საცურაო აუზების გახსნაზე.

„ბავშვთა გასართობი ცენტრი ცოტა რისკის მატარებელია, ვიდრე ნებისმიერი სხვა, რაც აქამდე გაიხსნა, ამიტომ უნდა დავიცადოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close