მსოფლიო

შავი ჭირის პრევენციისთვის რუსეთმა ზაზუნების ტესტირება დაიწყო

რუსეთში, მონღოლეთის მოსაზღვრე რაიონებში შავი ჭირის პრევენციისთვის ზაზუნების ტესტირება დაიწყეს. ინფორმაციას „Интерфакс“ ავრცელებს.

დაჭერილ ცხოველებს შავი ჭირის მიკრობზე ამოწმებენ და ბუნებაში აბრუნებენ. ჯერჯერობით, მღრღნელებში დაავადების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ამ დროისთვის რუსეთის მონღოლეთთან მოსაზღვრე რეგიონებში შავი ჭირის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა, რაც ზაზუნის უმი ხორცის საკვებად გამოყენებას უკავშირდება.

ბოლო დღეების განმავლობაში მონღოლეთის ერთ პროვინციაში შავი ჭირის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება ხოვდის პროვინციაში მცხოვრებ ორ ძმას დაუდასტურდა, რომლებმაც ზაზუნის ხორცი ჭამეს. მათთან კონტაქტში მყოფი 146 პირი უკვე გამოკვლეულია, მიმდინარეობს კონტაქტების გაფართოებული შესწავლა. პროვინციის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

27 და 17 წლის კაცებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობენ. უფროსი ძმის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close