პოლიტიკა

„ვფიქრობ, თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას შანსი არ აქვს, ჩვენი მხარდაჭერა ვერ და არ ექნება“

არანაირი გარემოებები არ არსებობს, რის გამოც თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას მხარს დავუჭერთ, ვფიქრობ, ამ კანდიდატს შანსი არ აქვს, ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ვერ და არ ექნება, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ წევრმა, ანზორ ბიწაძემ განაცხადა.

როგორც ანზორ ბიწაძემ აღნიშნა, ოპოზიცია შეთანხმდა და მაჟორიტარი კანდიდატები წარდგენილია ექვს ოლქში.

„ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, წარმოადგინოს საკუთარი კანდიდატურა, ჩვენ ამას ვერავის ავუკრძალავთ და არ არის აუცილებელი ყველგან, ყველაფერში შევთანხმდეთ. ჩვენ არ ვართ „კომუნისტური პარტია“, რომ ყველაფერში და ყველაფერზე ყველას ერთი აზრი გვქონდეს. თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერთ, ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის, ვნახოთ სხვა კიდევ ვინ იქნება წარმოდგენილი საბურთალოს ოლქში“, – განაცხადა ბიწაძემ.

რაც შეეხება რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას, ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ ერთგული რჩებიან იმ შეთანხმების, რომ ოპოზიცია კოორდინირებული იყოს საარჩევნოდ.

„ჩვენ შევათანხმებთ ჩვენს პოზიციებს და განვიხილავთ კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად და უახლოეს პერიოდში იქნება ჩვენი გადაწყვეტილება ცნობილი. არის ოლქები, რომ უმჯობესია, რამდენიმე კანდიდატით იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია. ამ ოლქების განხილვა მიდის ახლა და ძალიან მოკლე ვადაში შევატყობინებთ საზოგადოებას ჩვენს გადაწყვეტილებას. შესაძლებელია, არ დავაყენო კანდიდატურა, მაგრამ შესაძლებელია, დავაყენოთ რიგ ოლქებში კანდიდატურა, შესაძლებელია რიგ ოლქებში დავუჭიროთ მხარი სხვა პარტიის კანდიდატებს, ეს არის განხილვის საგანია“, – განაცხადა ბიწაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close