საზოგადოება

„არ შეიძლება ცალკეული პირების გამო, სპორტსმენებს ვეძახოთ „კუნთმაგარი და გონებაჩლუნგები“ – შოთა ხაბარელი

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შოთა ხაბარელის განცხადებით, ქართველ სპორტსმენებზე ბოლოდროინდლი შეტევები მათი  დისკრედიტაციის მიზნით ხორციელდება.

“ის შეფასება, რასაც ვისმენთ, არანაირად არ ესადაგება იმ ქართველი სპორტსმენების დიდ წარმატებას, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუთქვეს სახელი. მინდა მაგალითისთვის 2019 წელს ჩვენი სპორტსმენების შედეგები მოგიყვანოთ. ჩვენი სპორტსმენების მხრიდან 1200 მედალია მოპოვებული. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან 1200-ჯერ აიწია საქართველოს დროშა, ეს ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ გაცნობაა მსოფლიოსთვის. საქართველოში ვხედავთ, რომ შეტევა ხდება სპორტსმენებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ასეთი ცნობადი გახადეს.

რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიმართული დისკრედიტაციაა ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენების მიმართ და ასევე, მომავალი თაობისთვის ძალიან ცუდი მაგალითია. როდესაც გამოჩენილ სპორტსმენებს პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები უწოდებენ „კუნთმაგარსა“ და „გონებაჩლუნგს“, კიდევ არ ვიცი, რანაირი ეპითეტებით მოიხსენებენ, ეს მომავალ თაობაზე უარყოფითად მოქმედებს,” – განაცხადა ხაბარელმა.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე  დაკავებული 17 პირიდან 4 სპორტსმენია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close