მსოფლიო

მეგან მარკლი ეკრანებზე აშშ-ის პრეზიდენტის როლით ბრუნდება

ბრიტანეთში დაბრუნებაზე პრინცი უილიამის თხოვნის მიუხედავად, როგორც ჩანს, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია დაბრუნებას არ აპირებენ. უფრო მეტიც, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი აგრძელებენ სვლას მეტი დამოუკიდებლობისა და სამეფო ოჯახზე უარის თქმის მიმართულებით.

ამჟამად, ჰარისა და მეგანის მთავარი მიზანი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, თუმცა ამ მიმართულებით საქმე არც ისე კარგადაა, როგორც ისურვებდნენ. სავარაუდოდ, მეგანმა გადაწყვიტა სიტუაციის მართვა საკუთარ ხელში აიღოს შემოსავლიან საქმეს – მსახიობობას დაუბრუნდეს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგინია აშშ-ის პრეზიდენტის სავარძელს უმიზნებს, თუმცა ჯერ მხოლოდ ლოიდ სკოტის რომანის „არჩევნების წელი“ ეკრანიზაციაში. ფილმში მეგანი ამერიკის პრეზიდენტის როლს შეასრულებს და პროდიუსერის რანგში გადაღების პროცესს გააკონტროლებს.

მედიის ინფორმაციით, გადაღებების ინიციატორი ჰერცოგინია იყო. „ლოიდი აღფრთოვანებული უყვება ყველას სარფიანი გარიგების შესახებ. მისი ის ამბობს, რომ მეგანი მაშინვე დაუკავშირდა, როგორც კი წიგნის შესახებ გაიგო. დემოკრატია და საკუთარი უფლებების დაცვა ისაა, რაც მეგანს ყველაზე მეტად აღელვებს“.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა უკვე გაამზადეს დოკუმენტები საქმელმოქმედო ფონდ SussexRoyal-ის ლიკვიდაციისთვის, რომელმაც თავისი ხანმოკლე არსებობის პერიოდში ტურისტული ეკოკომპანია Travalys-ის ორგანიზება მოასწრო. მას შემდეგ, რაც ელისაბედ II შვილიშვილს სამეფო ბრენდის, SussexRoyal-ის გამოყენება აუკრძალა, ჰარის და მეგანს ორგანიზაციის დაშლა მოუწიათ. ამის გარდა, ცოლ-ქმარს კიდევ ერთი არაკომერციული საქველმოქმედო ფონდი აქვს, რომელსაც მათი შვილის, არჩის სახელი უწოდეს.

სამეფო ოჯახის ექსპერტის, ქეთი ნიკოლის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ამერიკაში საფუძვლიანად დამკვიდრდნენ და ვილაც იყიდეს, ჯერ კიდევ არ შეუძლიათ, რომ  ამ ადგილს საკუთარი სახლი უწოდონ.

„ჩვენი ინფორმაციით, ცოლ-ქმარი დღემდე ეძებს შესაფერის ვარიანტს. ისინი დიდ დროს უთმობენ ერთმანეთს და ოატარა არჩის. ბავშვს ლოს-ანჯელესში ცხოვრება ძალიან მოსწონს, ხოლო მისი მშობლები შვილის ზრდას სიხარულით ადევნებენ თვალს. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დროებითმა სირთულეებმა პრინცის და მეგან მარკლის ოჯახი უფრო მტკიცე გახადა“ – ამბობს ქეთი ნიკოლი.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close