მსოფლიო

ციურიხის ზოოპარკში ვეფხვმა ზოოპარკის თანამშრომელი მნახველების თვალწინ დაგლიჯა

შვეიცარიაში, ციურიხის ზოოპარკში ამურის ვეფხვმა ზოოპარკის თანამშრომელი მნახველების თვალწინ დაგლიჯა.
4 ივლისს, დაახლოებით, 1 საათზე დედალი ვეფხვი, სახელად ირინა ზოოპარკის 55 წლის თანამშრომელს თავს დაესხა, რომელიც დაუდგენელი მიზეზების გამო, ცხოველის გალიაში იმყოფებოდა.

ცხოველმა ქალი ჯერ ყელის არეში დაჭრა, შემდეგ კი გაოგნებული მნახველების თვალწინ ნაწილებად დაგლიჯა.

ზოოპარკის თანამშრომლები, პოლიცია და ექიმები შემთხვევის ადგილზე ვეფხვის თავდასხმიდან 7-8 წუთის შემდეგ მივიდნენ. წიწაკის სპრეისა და რეზინის ტყვიების დახმარებით შეძლეს, რომ ვეფხვი ქალისგან მოეცილებინათ, თუმცა მისი გადარჩენა არ მოხერხდა. ქალი ადგილზე დაიღუპა.

ტრაგედიის თვითმხილველებს, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ, ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდათ. ზოოპარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ვეფხვის დაძინებას არ აპირებს, რადგან ის თავისი ინსტიქტების მიხედვით მოქმედებდა.

რამდენიმე წლის წინ ციურიხის ზოოპარკში მოკლეს  უიშვიათესი სახეობის ნიანგი, რომელიც მომვლელს თავს დაესხა. ქალის გადასარჩენად, ზოოპარკის დაცვა იძულებული გახდა ნიანგი მოეკლა.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close