პოლიტიკა

„დავით ჭაკუას მიმართ კითხვები ადრეც არსებობდა, მათ შორის ზურაბ ადეიშვილის პროკურატურის დროს“ – გიგი უგულავა

დავით ჭაკუას მიმართ კითხვები ადრეც არსებობდა, მათ შორის ზურაბ ადეიშვილის პროკურატურის დროს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ამ სასამართლოს არანაირი ნდობა არ აქვს, რომ გამოიძიებს სიმართლეს.

„არანაირი ნდობა ამ ხელისუფლებას არ აქვს, როდესაც ვსაუბრობთ ადრე ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე, რადგან ვხედავთ, ივანიშვილი პირადად პროპაგანდისთვის იყენებს საქმეს. თუ კითხვები არსებობს, ჩვენ თავად ვართ მოვალე, გავცეთ პასუხი სამართლებრივ ჭრილში, თუ ჩვენ რამე შეცდომა გვაქვს დაშვებული, ჩვენვე გამოვასწორებთ. ფაქტია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება, მისი მარიონეტული სასამართლო ვერასდროს და არასდროს დაადგენს სიმართლეს, სიმართლე, რომელიც ყველას გვჭირდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია გუშინ განხორციელდა.

დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.

ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close