სამართალი

ოკუპანტებმა სამეგრელოდან 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს

ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სამეგრელოდან, სოფელ რიყედან 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მამაკაცის დაკავების თაობაზე ინფორმაციის გადამოწმების პროცედურა მიმდინარეობს.

„უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ამ ეტაპზე ცხელი ხაზის საშუალებით ოფიციალურად არ ადასტურებენ უკანონო დაკავების ფაქტს. მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და ინფორმაცია მოწმდება“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close