საზოგადოება

მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

3 წლის ბავშვს, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

გუშინ, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close