საზოგადოება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ამერიკელ ხალხს და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
«თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ელჩო
ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით ამერიკელ ხალხს და პირადად თქვენ მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე.
ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ერებისათვის ყოველთვის იყო, არის და იქნება თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა, მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი.
ჩვენთვის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო საინჟინრო სკოლის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომელიც ხორციელდება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან და ამერიკულ კომპანიებთან ერთად.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლობენ ამერიკელ სტუდენტებთან ერთად, ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები კი მუშაობენ ამერიკელ კოლეგებთან ერთად მიღწევათა გაუმჯობესებისთვის. იმედს, გამოვთქვამ, რომ ეს ურთიერთთანამშრომობა მომავალში უფრო გაღრმავდება, რაც მეცნიერებისა და განათლების მაღალ საფეხურს გულისმობს, რამეთუ, როგორც ქართველთა ერის მამად აღიარებული დიდი ილია ჭავჭავაძე იტყოდა: „სწავლა, ცოდნა, მეცნიერება – ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვეღარ უდგება: ვერც მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმაღლე“.
თქვენო აღმატებულებავ,
გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close