საზოგადოება

ქართული სალიტერატურო ენის ნორმები დამტკიცდა – გრამატიკის წესები და 6-დონიანი სისტემა A1, A2, B1, B2, C1, C 2

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქართული სალიტერატურო ენის ნორმები დამტკიცდა. 

დოკუმენტის მიზანია, ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების ერთიანი, უნიფიცირებული სისტემის დანერგვა.

ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა სავალდებულოა ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა შემთხვევაში.

ქართული სალიტერატურო ენის ნორმები

„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმები დანართების შესაბამისად:

წოდებითი ბრუნვის ფორმა;
ვითარებითი ბრუნვის ფორმა;
თანდებულთა და თანდებულიან სახელთა მართლწერა;
ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა.

ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა მოიცავს იმ კრიტერიუმთა ერთობლიობას, რომლითაც განისაზღვრება ქართული ენის ფლობა მოსმენის, კითხვის, მეტყველებისა და წერის შესაბამისი დონის მიხედვით. დოკუმენტი შესრულებულია ენათა სწავლის, სწავლებისა და შეფასების რეკომენდაციათა საერთო ევროპული ჩარჩოს ექვსდონიანი სისტემის – A1, A2, B1, B2, C1, C 2 − საფუძველზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close