მსოფლიო

კიმ ჩენ ინი გაცოფებულია – ჩრდილოეთ კორეაში ლიდერის ცოლის შეურაცხმყოფელი ფოტოები გავრცელდა

კიმ ჩენ ინი გაცოფებულია – ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე სააგიტაციო ფურცლები გაავრცელეს, სადაც ქვეყნის ლიდერის ცოლი ლი  სოლ ჩჟუ პორნომსახიობის ამპლუაშია გამოსახული. ეს ჩრდილოეთ კორეაში სააგიტაციო ფურცლების გავრცელების პირველი შემთხვევა არ არის. როგორც წესი, ასეთი ფურცლები ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო ბუშტების საშუალებით ხვდება – წერს ბრიტანული გამოცემა dailymail.

Жену Ким Чен Ына показали в порнофильме: Ким в бешенстве

სააგიტაციო ფურცლების გამო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის, გამუდმებული დაპირისპირებაა, თუმცა ამჟამად, საქმე ღია კონფრონტაციამდე მივიდა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ფურცლების გამო ფხენიანი მეზობელ სახელმწიფოს ომით ემუქრება.

„ჩრდილოეთ კორეაში გავრცელებული პროკლამაციები განსაკუთრებულად ბინძურ და შეურაცხმყოფელ პროპაგანდას შეიცავდა, რომელიც ქვეყნის ლიდერის ცოლის წინააღმდეგ არის მიმართული“ – წერს ბრიტანული გამოცემა. ცნობილია, რომ ლი  სოლ ჩჟუ ექიმისა და მასწავლებლის ოჯახში გაიზარდა. ის საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება და მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close