მსოფლიო

„კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ვინაიდან ჩვენ სხვა ქვეყნებზე უკეთეს ტესტირებას ვატარებთ“

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ვინაიდან ჩვენ სხვა ქვეყნებზე უკეთეს ტესტირებას ვატარებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე თქმით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები კლებულობს.

„კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ვინაიდან ჩვენი ტესტირება უფრო მასიური და კარგია, ბევრად უფრო მასშტაბური და უკეთესი, ვიდრე სხვა ქვეყნების. ეს კარგი ამბავია, მაგრამ კიდევ უფრო კარგი ახალი ამბავი ისაა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიკლო,“ – წერს ტრამპი.

ცნობისათვის, „როიტერსის“ ინფორმაიით, აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 274 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2.7 მილიონს გადააჭარბა, აქედან 129 000-მდე ადამიანი დაიღუპა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close