მსოფლიო

მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძარი მეჩეთად არ გადააკეთოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძარი მეჩეთად არ გადაკეთდეს.

„ჩვენ თურქეთის ხელისუფლებას ვურჩევთ განაგრძონ აია-სოფიას, როგორც მუზეუმის შენარჩუნება, რაც მათ ვალდებულებას წარმოადგენს, პატივი სცენ იმ კულტურულ ტრადიციებსა და იმ მდიდარ ისტორიას, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკა შექმნეს, და უზრუნველყონ, რომ იგი ღია დარჩეს ყველასათვის“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

მიმდინარე წლის მარტში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აია-სოფიამ შესაძლოა მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და მეჩეთად გადაკეთდეს.

“გადასახადის გაუქმება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ მუზეუმის სახელწოდების ქვეშ, არამედ აია სოფიას მეჩეთის სახელით“, – აღნიშნა ერდოღანმა.

წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე დიდხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის შესაბამისი დეკრეტის საფუძველზე ის მუზეუმი გახდა და იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close