მსოფლიო

აზერბაიჯანში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მეხუთე დღეა მატულობს

პორტალი “trend.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 588 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აზერბაიჯანში მხოლოდ ერთხელ, 24 ივნისს იყო დაფიქსირებული ინფიცირებულთა უფრო დიდი რაოდენობა – 590 კაცი.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 18 112 შემთხვევა – 1 798 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა, გუშინწინდელ, რეკორდულ რაოდენობაზე 1-ით ნაკლები.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 220 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,21%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 21,8

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 346 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 10 061 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 55,55%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 7 831 კაცი.

აზერბაიჯანში ჩატარებულია 488 852 ტესტი – 48 530 ტესტი ყოველ მილიონ მოსახლეზე.

აზერბაიჯანული მედია ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ხვალიდან, 2 ივლისიდან, განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმის დაცვის შესრულებაზე კონტროლის განმხორციელებელი პატრულის რაოდენობა მაქსიმალურად გაიზრდება. პატრული განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მოსახლეობის მიერ სამედიცინო ნიღბის გამოყენების და სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ არსებული მოთხოვნების დაცვას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას, რომ გაზრდილია ამა თუ იმ დარღვევის შესაბამისი ჯარიმის ოდენობა.

აიპრესი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close