სხვადასხვა

მსუნაგი დათვი დახრჩობას კეთილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა (ვიდეო)

შაბათს, 27 ივნისს, აშშ-ში, ვინკონსინის შტატის მარშ-მილერის ტბაზე სათევზაოდ მყოფმა ოჯახმა დათვი დახრჩობას გადაარჩინა.

დასვენების დღეს მარშ-მილერის ტბაზე სათევზაოდ მყოფმა ცოლ-ქმარმა და მათმა 26 წლის ვაჟმა სახლში დაბრუნებისას ტბაში შენიშნეს დათვი, რომელსაც თავი პლასტმასის ქილაში ჰქონდა გაჭედილი.
 
ნავით ახლოს მისვლისას ცხადი შეიქმნა, რომ დათვს უჭირდა, ქილა კი მალე აივსებოდა წყლით და დათვი დაიხრჩობოდა.
 
რამდენიმე ცდის შემდეგ საჭესთან მყოფმა შვილმა ნავის დათვთან ახლოს მიცურება, მამამ დათვის თავიდან ქილის მოშორება, დედამ კი მომხადარის ვიდეოზე აღბეჭვდა მოახერხა.
 
მოგვიანები გაირკვა, რომ დათვი, რომელმაც ბუნებაში დატოვებულ პლასტმასის ქილაში თავი შიგ ჩარჩენილი ყველის ბურთულის დაგემოვნების დროს გაეჭედა, ჯერ კიდევ სამი დღის წინ შენიშნეს, მის შესახებ გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებს აცნობეს, მაგრამ ძებნა უშედეგო აღმოჩნდა და დათვი მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გადაურჩა დახრჩობას.
„აიპრესი“
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close