მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი რუსეთის მარადიულ პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ – რამზან კადიროვი

ვლადიმერ პუტინი რუსეთის მარადიულ პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ – ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამ-არხზე განაცხადა.

კადიროვის თქმით, მსოფლიოში პუტინის მასშტასბის მეორე პოლიტიკოსი არ არსებობს და რუსეთის მოქალაქეებმა ამით უნდა იამაყონ.

ამჟამად ვლადიმერ პუტინი მეოთხე ვადით ასრულებს რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობას, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ 16 წლით ყოფნის უფლება მიეცემა.

რუსეთში 25 ივნისს დაიწყო საყოველთაო ხმის მიცემა საკონსტიტუციო ცვლილებების, მათ შორის, პრეზიდენტობის ვადის „განულებისთვის“. ეს ცვლილება პუტინს მისცემს შესაძლებლობას, პრეზიდენტად კენჭი ახალი ვადებით იყაროს და ხელისუფლების სათავეში 2036 წლამდე დარჩეს.

29 ივნისს გამოქვეყნებული სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საარჩევნო უბნებიდან გამოსული მოქალაქეების 76%-მა დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას, დაუჭირა თუ არა მხარი „პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებს“.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close