სამართალი

ადვოკატი: გამიჩნდა ეჭვი, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ვახო ახვლედიანის ადვოკატი მზია ქასრაშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მან ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანამდე ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ თქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს გარეგანის გარდა შინაგანი დაზიანებები ჰქონდა.

„ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილს აქვს მიყენებული ბლაგვი საგნის მსგავსი დარტყმა, რომელიც მუშტს არ ჰგავს დარტყმის სიძლიერით. რამაც გამიჩინა ეჭვი რომ ეს არის მკვლელობა. ეს არ თქმა უნდა ჩემი მოსაზრებაა. აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ფეხი დაუცდა. ექსპერტიზა რას დაადგენს, ეს მასზეა დამოკიდებული“, – აცხადებს მზია ქასრაშვილი. .

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close