საზოგადოება

რძის პროდუქტები რძის გარეშე – რა აჩვენა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კვლევამ

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 40 დასახელების რძის პროდუქტიდან 6-ში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა. როგორც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, შესყიდვა გასული წელის დეკემბერში და მიმდინარე წლის იანვარში განხორციელდა, ხოლო ლაბორატორიული შემოწმება სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარდა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და, რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.

როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, “რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის” მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, რძის ცხიმის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია. მათი აზრით, ამ მიმართულებით სახელმწიფოს კონტროლის მასშტაბების გაფართოება მართებს.

რომელმა პროდუქტმა დააკმაყოფილა არსებული სტანდარტი და რომელმა – ვერა შეგიძლათ, ამ მისამართზე ნახოთ – https://www.momxmarebeli.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close