მსოფლიო

სომხეთში კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 14 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყებიდან 30 ივნისამდე სომხეთში ვირუსის 25 542 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 10 904 პაციენტი.

ვირუსის შედეგად სომხეთში სულ 443 ადამიანი დაიღუპა. ამასთან სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცალკე აღრიცხავს იმ კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალებას, რომელთაც სიკვდილი სხვა დაავადებებმა გამოიწვია. მსგავსი შემთხვევების საერთო რაოდენობა 147-ს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close