საზოგადოება

ჯანმო: საქართველო COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლას საკმაოდ დიდი წარმატებით ართმევს თავს

როდის იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა? რა ეტაპზეა ვაქცინის დამზადების საკითხი და როდის ელოდებიან მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში? მისი გამოჩენის შემთხვევაში, რამდენად სწრაფად მიიღებს მას საქართველო და შედარებით მცირე ეკონომიკის ქვეყნები?

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაზე ლაპარაკი ინტენსიურად დაიწყო, თავად ენტონი ფაუჩი წერს რომ 3 ვაქცინაზე მალე დაიწყება ინტენსიური კვლევები და დადებით შედეგებს ელოდებიან.

და აქვე მეორე კითხვასაც დაგისვამთ: ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება არის თუ არა შესაძლებელი რაიმე სხვა საშუალებით,ვიდრე ვაქცინაციაა?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების დირექტორი მაკ რაიანი.: თქვენს მსგავსად, ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ მოვახერხებთ და მივაღწევთ იმ ნიშნულს, როდესაც უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის წარმოება და შემდგომ მისი ფართო მასშტაბით, სამართლიანად გავრცელება შესაძლებელი იქნება.

თუმცა, როგორც გენერალურმა დირექტორმა უკვე განაცხადა, ჩვენ ჯერჯერობით, ზემოთ ხსენებულ, ვაქცინაზე წვდომა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ამიტომ დღეის მონაცემებით, ერთადერთი გზა, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადასარჩენად, არის შიდა გადაცემის მაქსიმალურად შეზღუდვა და ინფიცირებული პირებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა, რასაც საქართველო, ჩვენი მონაცემებით, დღესაც საკმაოდ დიდი წარმატებით ართმევს თავს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ვაქცინის წარმოებისკენ გადადგმული ნაბიჯები გამოიღებენ ჩვენთვის სასურველ შედეგს. შემიძლია გითხრათ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაცია საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა რეგიონალურ ჯგუფებთან, რათა მომავალში ვაქცინის გავრცელებამ გლობალური ხასიათი მიიღოს და მისი მოხმარება არ გახდეს ერთგვარი პრივილეგირებული ხასაითის მატარებელი მოვლენა. აქვე ვიტყვი, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე საკმაოდ აქტიურად მუშაობს, რომ ვაქცინის წარმოების პროცესმა რაც შეიძლება სწრაფი ხასიათი მიიღოს.

2020 წლის აპრილში ჩვენ დავიწყეთ სპეციალური პროგრამის წარმოება, რომლის მთავარი მიზანი, რაც შეიძლება მოკლე მონაკვეთში ეფექტური პრეპარატის ან სხვა ტიპის ნივთიერების წარმოება იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი სახით ვაქცინის არსებობა მოითხოვს საჯარო და კერძო სექტორის საკმაოდ მჭიდრო და მყარ თანამშრომლობას, იქნება ეს საერთაშორისო თუ ლოკალურ დონეზე.საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ამ ნახსენები გზების მაქსიმალურად ეფექტურად გავლის შემდგომ ექნება მსოფლიოს ვაქცინაზე ადეკვატურად წვდომის საშუალება. ადამიანები ხშირად იყენებენ ჯოგური იმუნიტეტის ცნებას და მას ვაქცინისგან დამოუკიდებლად განიხილავენ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჯოგური იმუნიტეტის მიღწევის ერთადერთი საშუალება ისევ ეფექტური ვაქცინის სწრაფი და მობილური დისტრიბუცია იქნება.

ამ უკანასკნელის გარეშე, პანდემიის სრულ აღმოხვრაზე საუბარიც ზედმეტი იქნება, აქვე მინდა დავამატო, რომ დღეის მოცემულობით არასწორი იქნება მხოლოდ ნახსენებ ვაქცინაზე ფიქრი და მასზე სამომავლო იმედების დამყარება, ქვეყნებმა უპირველეს ყოვლისა, ამ დროისთვის შექმნილ ვითარებას უნდა შეხედონ თვალებში და უზრუნველყონ გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვირუსს კვლავ მივცემთ ფართო მასშტაბით გავრცელების საშუალებას და ყველა ის მიღწევა, რომელიც დღეის მდგომარეობით გვაქვს, უბრალოდ წყალში ჩაიყრება.

მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.: მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო მაიკის მიერ წამოჭრილ პრობლემებს. პირველ რიგში, მსურს ჯოგური იმუნიტეტის შესახებ ვისაუბრო, და ვახსენო, რომ მსოფლიოს მასშტაბით ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა ვაქცინის არსებობის პირობებშიც კი საკმაოდ რთული მოცემულობაა, ვინაიდან მას თან უნდა ახლდეს გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი.

როგორც მაიკმა უკვე აღნიშნა, უპირველესი რჩევა ჩვენი მხრიდან მაინც არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მოქმედება იქნება. მხოლოდ სამედიცინო სფეროს ეფექტური მუშაობით შევძლებთ იმ შედეგების მიღებას, რომლისკენაც ქვეყნები დღესდღეისობით მიილტვიან. ჩემი მოსაზრების უკეთ საილუსტრაციოდ მოვიშველიებ სამხრეთ კორეის მაგალითს, რომელსაც პანდემიის საწყის ეტაპზე, ჩინეთის შემდგომ, აქტიური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა ჯანმრთელობის და საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩვენი ორგანიზაციის მიერ გაწეული კონსულტაციების შემდგომ, ამ ქვეყანამ მოახერხა და ყველანაირი ვაქცინის თუ დამხმარე პრეპარატის გარეშე შეძლო საკუთარ საზღვრებში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

აღნიშნული მაგალითი, ჩემი აზრით, დანარჩენი მსოფლიოსთვის მისაბაძი მეთოდი და ბრძოლის ადეკვატური სტრატეგიის მაგალითი უნდა გახდეს. ერთდაერთი რჩევა, რომელიც დღეის მდგომარეობით ჩვენს ორგანიზაციას შეიძლება ქვეყნების მიმართ ჰქონდეს, შემდეგნაირად ჟღერს, გამოიყენეთ ყველა საჭირო და აუცილებელი ინსტრუმენტი, რაც დღეის მდგომარეობით თქვენს ხელთ არსებობს, იქნება ეს ტესტირების სწორი სტრატეგია თუ საკარანტინო სივრცეების რაც შეიძლება აქტიურად მოწყობისა და გამოყენების მეთოდი. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოების მიერ ექიმების რეკომენდაციების და მთავრობის კოორდინირებული მუშაობის თანაარსებობით, ჩვენ დღესაც შეგვიძლია ვირუსის გავრცელების რაც შეიძლება მეტად შეზღუდვა და თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა.

„აიპრესი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close