სამართალი

„უნდა დადგინდეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის მიზეზი იყო ასფიქსია სითხეში დახრჩობით“ – ექსპერტი

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ცალსახად ვადასტურებ არანაირ მოტეხილობებსტლანქ, ბლაგვ ტრავმას გიორგი შაქარაშვილის სხეულზე ადგილი არ ჰქონია. სახეზე იყო დაზიანებები, სხეულის სხვადასხვა მიდამოში გარეგანი დათვალიერებით სისხლნაჟღენთების სახით. იყო გარკვეული ტრავმული ცვლილებები შინაგანი გამოკვლევის პროცესში, -ამის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე გეჯაძემ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

„იყო გარკვეული ტრავმული ცვლილებები ბლაგვი ხასიათის, გვამის შინაგანი გამოკვლევისას ნანახი. ეს დაზიანება შეიძლება მიღებულიყო ნებისმიერ სიტუაციაში, ბლაგვი ზემოქმედების საგნის თუ ფაქტორის გარკვეული სიძლიერის ზემოქმედების პირობებში. რაც შეეხება გვამს, აღენიშნებოდა თვალბუდეებში სისხლნაჟღენთები, ცხვირზე, სახის არეში სისხლნაჟღენთები, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ამ სისხლნაჟღენთების და სხვა სახით.

კარდინალური პრობლემა, რამაც გააჭიანურა ლაბორატორიული კვლევის პროცესი, ეს გახლავთ ის, რომ 4 დღის განმავლობაში სხეული იმყოფებოდა წყალში, განვითარდა მოგვიანებითი გვამური მოვლენები. შესაბამისად ეს ახანგრძლივებს ლაბორატორიულ კვლევას დროის თვალსაზრისით. ეს მიმართულია იქითკენ რომ დადგინდეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის მიზეზი იყო ასფიქსია სითხეში დახრჩობით“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close