მსოფლიო

საფრანგეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფილონი თაღლითობაში დამნაშავედ სცნო

საფრანგეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფილონი თაღლითობაში დამნაშავედ სცნო. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

საქმე ფილონის მეუღლეს უკავშირდება, რომელიც ხელფასს საპარლამენტო მდივნობისთვის იღებდა, თუმცა ირკვევა, რომ ის ამ თანამდებობას არასდროს იკავებდა. საუბარია 1.13 მილიონ დოლარზე, რომელსაც ფილონის მეუღლე სახელმწიფო ფონდიდან იღებდა. საქმეში მონაწილეობის გამო, სასამართლომ ფილონის მეუღლე, პენელოპე ფილონიც სცნო დამნაშავედ. პროკურატურა დანაშაულისთვის ხუთწლიან პატიმრობას და 375 000 ევროს ოდენობის ჯარიმას ითხოვდა.

ე.წ. „პენელოპე გეითის“ სახელით ცნობილი სკანდალი საფრანგეთში 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აგორდა. სატირულმა ყოველკვირეულმა გამოცემამ, „ლე კანარ ოშინიმ“, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით არის ცნობილი, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პენელოპა ფილონს წლების განმავლობაში ხელფასის სახით, ასობით ათასი ევრო ჰქონდა აღებული.

გამოცემა მაშინ ასევე წერდა, რომ ფრანსუა ფილონს სენატორად მუშაობის დროს, 2005-2007 წლებში საპარლამენტო მდივნებად დასაქმებული ჰყავდა ორი შვილიც.

ფრანსუა ფილონი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2007-2012 წლებში, ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს იკავებდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close