პოლიტიკა

„კერძო სახლებში შეკრებებზე რეგულაციები უნდა დაწესდეს“ – გუგული მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ფიქრობს, რომ ახალგაზრდების უსაფრთხოების და მათი სიცოცხლის დაცვის მიზნით, კარგი იქნება, თუ კანონი გამკაცრდება. არასრულწლოვანი ადამიანების შეკრებები უფროსების გარეშე აიკრძალება, ხოლო სრულწლოვანი ადამიანების დამოუკიდებლად თავშეყრა გაკონტროლდება.
ამასთან, პოლიტიკოსი ამბობს, რომ პირებს, რომლებიც წვეულებებისთვის კერძო საკუთრებას აქირავებენ, უნდა აეკრძალოთ არასრულწლოვნებისთვის სრულწლოვანი ადამიანის ყოფნის გარეშე ფართის მიქირავება. მისივე თქმით, კერძო პირებს სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა უნდა დაევალოთ და სადღესასწაულო ფართი მეთვალყურეობის გარეშე არ უნდა დატოვონ.

„როდესაც ვხედავთ, რომ ტრაგედიები ხშირად ხდება, კანონი აკრძალვით უნდა მიეხმაროს მას. ვფიქრობ, საჭიროა, კერძო სახლებში შეკრებებზე რეგულაციები დაწესდეს. 13 წლის ასაკის ბავშვებიც კი იხდიან უფროსების გარეშე დაბადების დღეებს, ამას რეგულაცია სჭირდება, თუკი ინდმეწარმედ ფიქსირდება ადამიანი, მაშინ უნდა უზრუნველყოს, დაცვაც უნდა ჰყავდეს მას და სერიოზული პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე, მცხეთაში რომ არ ყოფილიყო ის წვეულება, ან უფროსი რომ ყოფილიყო იქ, შესაძლოა არ მომხარიყო ასეთი რამ, ამიტომ ნუ დავიკავებთ სირაქლემის პოზიციას და შევხედოთ პრობლემას პირდაპირ. როდესაც შეგონება არ მუშაობს კარგად, უნდა შემოვიღოთ აკრძალვები, ოღონდ ისე, რომ მისი ადმინისტრირება იყოს შესაძლებელი. აქამდეც იყო ანალოგიური პრობლემები, სიკვდილი და რამე არ ყოფილა, თორემ კონფლიქტები ხშირად არის. საეროდ, ვფიქრობ, რომ ასეთი შეკრებები არ არის აუცილებელი, არის გასართობი ცენტრები, რომლებსაც თავისი შინაგანაწესი აქვთ და ამის მიხედვით უნდა მოხდეს წვეულებების გამართვა“, – განუცხადა PIA.GE-ს გუგული მაღრაძემ.

19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. ცნობილია რომ აგარაკზე, სადაც გიორგი შაქარაშვილი მეგობრის დაბადების დღეზე სტუმრად იმყოფებოდა სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ხულიგნობას, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებისსაქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

PIA.GE

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close