სამართალი

„სტრესშია და დიდი ტრაგედია ტრიალებს მის ოჯახში“ – რას ყვება ანა გაბეჩავას ადვოკატი

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ტრაგედიას წინ უძღოდა დაბადების დღის წვეულება, სადაც შელაპარაკება მუსიკალურ დიჯეისთან მოხდა, რომელიც საღამოს მუსიკალურად აფორმებდა.
ახალგაზრდების დაპირისპირებამ დაბადების დღიდან, ცენტრალურ მაგისტრალზე გადაინაცვლა, რის შემდეგაც ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა და ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს გარდაცვლილი.
პოლიციამ მომხდარზე 17 პირი დააკავა და სასამართლომ გუშინ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. გაიზრდება თუ არა დაკავებულთა რიცხვი, ეს გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გაირკვევა.
გიორგი შაქარაშვილი იუბილარის ანი გაბეჩავას მეგობარი გახლდათ, სადაც მასთან ერთად სხვა თანატოლებიც იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთაში, სოფელ ნარეკვავში, ნაქირავებ სახლში ერთმანეთისთვის უცნობი ახალგაზრდები შეიკრიბნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ანი გაბეჩავამ დაბადების დღის ბილეთები გაყიდა. მას ჩვენება ჯერ არ მიუცია, თუმცა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ მისი მონათხრობი გადმოგვცა.
„დაბადების დღეზე ბილეთები არ გაუყიდია, ეს იყო მთლიანად ოჯახის სახსრები“, – ამბობს ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით.
– როგორია ახლა მისი მდგომარეობა?
– ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სტრესშია და დიდი ტრაგედია ტრიალებს მის ოჯახში.
ანი და გიორგი მეგობრობდნენ, ამიტომაც დაპატიჟა დაბადების დღეზე, ისეთ სტრესშია ჩვენება ვერ მისცა, დამშვიდდება და შემდეგ ვნახოთ. მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, ყველა ჩართულია.

„პრაიმტაიმი“

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close