პოლიტიკა

ჩემი ამოცანა არ არის რომ “ქართული ოცნება” გაქრეს და ბიძინა ივანიშვილი კუთხეში მივამწყვდიო – ელენე ხოშტარია

“ჩემი პოლიტიკური ამოცანა არ არის რომ გაქრეს “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

”არანაირი სურვილი არ მაქვს (ამაზე მაკრიტიკებენ) ბიძინა ივანიშვილი კუთხეში მივამწყვდიო და მოვუსპო საქართველოში ცხოვრება. პირიქით, მე მინდა რომ გადავიდეთ ნორმალურ სისტემაზე, როდესაც მმართველი შემდეგ გადადის ოპოზიციაში. ეს არ ნიშნავს იმას რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი გაუვიდეს. ჩემი პოლიტიკური ამოცანა არ არის რომ გაქრეს “ქართული ოცნება”,  ჩემი ამოცანაა მოხდეს ცვლილება”,    –  ამბობს ელენე ხოშტარია.

„აიპრესი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close