მსოფლიო

გაერო შოკირებულია – გაეროს თანამშრომლებს ავტომობილში სექსის დროს წასწრეს (ვიდეო+18)

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ “შოკირებული და ღრმად შეშფოთებულია” ისრაელში მის ერთ-ერთ ოფიციალურ ავტომობილში აშკარა სექსუალური აქტის კადრებით.

ვიდეოში ჩანს გაეროს სიმბოლოიანი ოთხკარიანი ჯიპის უკანა სავარძელზე მამაკაცის მუხლებზე მჯდარი წითელკაბიანი ქალი.

ვიდეო, რომელიც ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებში, როგორც ჩანს, ტელ-ავივის მთავარ სანაპირო ქუჩაზეა გადაღებული.

გაერო აცხადებს, რომ იძიებს ინციდენტს და ახლოსაა ვიდეოში აღბეჭდილ პირთა დადგენასთან. სავარაუდოდ, ისინი ისრაელში დაზავების პირობების შესრულებაზე დამკვირებელი ორგანიზაციის თანამშრომლები არიან, – აცხადებენ გაეროში.

ვიდეოში ჩანს კიდევ ერთი, წინა სავარძელზე, მძღოლის გვერდით მჯდომი მამაკაცი, მაგრამ არ ჩანს მძღოლი.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერიშის პრეს-მდივანმა სტეფან დიუჟარიკმა ვიდეოში ნაჩვენებ ქცევას “საზიზღარი” უწოდა.

დიუჟარიკის თქმით, გაეროს შიდა ზედამხედველობის სამსახურის სამმართველოს მიერ წარმოებული გამოძიება სწრაფად მიიწევს წინ. ვიდეო, როგორც ჩანს, ჰა-იარკონის გამოცოცხლებულ ქუჩაზეა გადაღებული, კადრებში ნაჩვენებ პირთა იდენტიფიცირების პროცესი ახლოსაა დასრულებასთან.

“მოველით, რომ პროცესი სწრაფად დასრულდება და განზრახული გვაქვს ოპერატიულად მივიღოთ შესაბამისი ზომები”, – განაცხადა გუშინ “ბიბისისთან” საუბარში სტეფან დიუჟარიკმა.

 

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close