საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 926 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 791 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2687 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 207.