სხვადასხვა

ვინ არის მილიარდერი, რომელიც „ნივით“ დადის, ჩამოფასებულ ტანსაცმელს იცვამს და ფასდაკლებით სარგებლობს?

სიტყვა მილიარდერი ადამიანების ცნობიერებაში „ferrari“-სა და „maybach“-ის ძვირადღირეებულ მანქანებთან, Patek Phillipe-ის საათებთან, განცხრომასა და ფუფუნებასთან ასოცირდება, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. წარმოგიდგენთ ყველაზე ძუნწი მილიონერების ხუთეულს, რომელიც თითოეულ დოლარს უფრთხილდება და მსოფლიოს თავისი მომჭირნეობით აოცებს:

  1. მსოფლიოში ყველაზე ძუნწ მილიარდერად მაღაზიათა ქსელი IKEA-ს დამფუძნებელი ინგვარ კამპარდი ითვლება. მის ანგარიშზე 23 მილიარდი დოლარი ირიცხება, თუმცა ამის მიუხედავად, მივლინებების დროს კამპარდი სამვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობს და ფულის ეკონომიის მიზნით, ჰამბურგერებით იკვებება. ძუნწი მილიარდერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს და მეორადი ან ჩამოფასებული ტანსაცმლით იმოსება.

ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე ...

  1. ნავთობის მაგნატის პოლ გეტის ანგარიშზე 4 მილიარდი დოლარი ირიცხება. 30 წლის წინ ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა. ძუნწი მილიონერების რეიტინგში გეტი პირველად 1973 წელს მოხვდა, როცა მისი შვილიშვილი გაიტაცეს. მილიარდერმა კატეგორიული უარი განაცხადა გამოსასყიდის გადახდაზე და მხოლოდ მას შემდეგ გაიღო მოწყალება, რაც ფოსტით შვილიშვილის მოჭრილი ყურის ნაწილი მიიღო.

    ძუნწი მილიარდერი, რომელსაც შვილის ...

  2. ძუნწი მილიონერების რეიტინგში მესამე ადგილზე შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია Tetra Pak-ის დამფუძნებელი ჰანს რაუსინგია. ის ძველისძველი „ნივით“ გადაადგილდება, თმას სოფლის პარიკმახერთან იჭრის, სადილს თავად ამზადებს და ბილეთების შეძენისას ყოველთვის ითხოვს პენსიონერისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას.

Tetra Pak-ის ხელმძღვანელი ჰანს რაუსინგი ...

  1. რამდენიმე წლის წინ ბრიტანელი მულტიმილიონერი ნიკოლას ფონ ჰოოგსტრატენი (800 მლნ$) კომპანიონის მკვლელობის გამო ათი წლით დააპატიმრეს. პოლიციელებმა, რომლებიც მის სახლში ჩხრეკას ატარებდნენ, სამზარეულოში ერთჯერადი ჩაის გამოყენებული პაკეტები იპოვეს, რომელსაც მილიონერი აშრობდა და შემდეგ ხელმეორედ იყენებდა.

Николас фон Хоогстратен, британский миллионер - Необычные причуды

  1. კომპანია Google-ის დამფუძნებლის სერგეი ბრინის ანგარიშზე 15 მლრდ. დოლარი ირიცხება. ძუნწ მილიარდერს არც იახტა აქვს და არც ძვირადღირებული ვილები. მამაკაცი სამოთახიან ბინაში ცხოვრობს და ძვირადღირებული მანქანების ნაცვლად, იაფფასიანი ტოიოტათი ან გორგოლაჭებიანი სასრიალოთი გადაადგილდება.

Google

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close