საზოგადოება

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი 82 წლის ასაკის მამაკაცია

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, გარდაცვლილი 82 წლის ასაკის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„პაციენტი გარდაიცვალა გუშინ, 12:40 საათზე. ის იყო კრიტიკულად მძიმე პაციენტი, 82 წლის კოვიდინფიცირებული, რომელსაც ჰქონდა მრავალი თანმხლები დაავადება. დანარჩენი პაციენტების მსგომარეობა სტაბილურია, თუმცა ასევე გვყავს კიდევ ერთი კრიტიკულად მძიმე ინფიცირებული, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – აცხადებენ კლინიკაში.

გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც დაუდასტურეს, სადაც ამბობენ, რომ 82 წლის მამაკაცი არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა.

მათივე ცნობით, მდგომარეობა თავიდანვე იყო მძიმე, მრავლობითი თანმხლები დაავადებებით. ბოლო ორი კვირის განავლობაში პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close