საზოგადოება

ნატო ჩხეიძე – ჟურნალისტებმა ბოლომდე აიღეს ის თანხა, რაც გამოიმუშავეს, ოპერატორების აჯანყება სუს-ის დადგმული სპექტაკლი იყო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს მიმართა, რომ ჟურნალისტებს ფულს არ უხდის, რაც სამარცხვინო საქციელია.

„ქალბატონო ნატო, მე ერთს შეგახსენებთ, სამარცხვინო საქციელს, რომელიც ჩაიდინეთ, როდესაც იმ ჟურნალისტებს ფულს არ უხდით, ვინც იშრომა ძალიან ბევრი ხანი და რომლებიც გიჩივიან“,- განაცხადა კილაძემ.

საპასუხოდ, ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მას ცილისწამების უფლება არ ჰქონდა.

„არც ერთ შემთხვევაში ამას არ დავტოვებ ასე, სახალხო დამცველი აქ ბრძანდება, ცილისწამების უფლება არ გაქვთ, თქვენს ცილისწამებას პასუხი უნდა გავცე. ის თანხა, რაც ჟურნალისტებმა გამოიმუშავეს, აიღეს ბოლომდე. ხოლო ის, რაც თქვენ გინდათ, რომ მოაჩვენოთ საზოგადოებას, ეს იყო ჩვეულებრივი სუს-ის დადგმული სპექტაკლი, ოპერატორების აჯანყება, რომელიც მერე აჭარის ტელევიზიაში ძალიან კარგად გაიმეორეს.

დანარჩენი, ქალბატონო სოფო, სასამართლოში ჩივიან ისინი და სასამართლომ იცით რა გადაწყვეტილება მიიღო? სანახევრო გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან უცნაური. ამიტომ უნდა გაეცნოთ ხოლმე. მაშინ, როდესაც სუს-იდან მოტანილ ინფორმაციებს გააჟღერებთ ხოლმე აქ, უნდა გაეცნოთ ვითარებას, რა ხდება, როგორ ხდება, ამის მერე უნდა ისაუბროთ. კარგად გაეცანით ვითარებას. ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა, მაგრამ მასაც შესაბამის ვითარებაში მოგახსენებთ. ასე რომ, ცილისწამებებს მოეშვით, ქალბატონო სოფო, და სამარცხვინობა თქვენკენ მოიკითხეთ“,- მიმართა კილაძეს ნატო ჩხეიძემ.

მანამდე, ნატო ჩხეიძემ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პროტესტის შესაჩერებლად პარლამენტთან სარემონტო სამუშაოები მოიფიქრა.

მისივე თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი მას შემდეგ აქტუალური აღარ არის, თუმცა ეს თემა გადაწყვეტილების მიღებამდე, მუდმივად იქნება სახალხო დამცველის ანაგრიშებში.

ნატო ჩხეიძემ ნინო ლომჯარიას ჰკითხა, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეს.

„ქალბატონო ნინო, თქვენ ხშირად, ყველა გამოსვლის დროს საუბრობთ მაჩალიკაშვილის თემაზე. მას შემდეგ, რაც მწვანე ბაღითა, თუ მესრით შემოისაზღვრა ის ადგილი, სადაც ბატონ მაჩალიკაშვილს კარავი ჰქონდა დადგმული და, როგორც ჩანს, ამ ერთი ადამიანის პროტესტის ძალიან შეეშინდა ხელისუფლებას და ასეთი რემონტი მოიფიქრა, მას შემდეგ აქტუალური აღარ არის ბატონი მაჩალიკაშვილის ყოველდღიური პროტესტი, მედიებმა  გარკვეულად მიანავლეს საკითხი, მაგრამ ცხადია, რომ სახალხო დამცველის ანაგრიშებში მუდმივად იქნება მანამ, ვიდრე რაღაცა გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

ქალბატონო ნინო, არ იქმნება არანაირად, ყურს არავინ უგდებს, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო ფორმატი ამ საკითხის გამო. კიდევ ერთხელ ვაყენებ ამ საკითხს, მაგრამ ცხადია, ეს არავისთვის არ არის საინტერესო „ქართულ ოცნებაში“. მინდა, ისევ გკითხოთ, თქვენი შეხედულება და თქვენი ხედვა როგორი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს, იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი არანაირად არ ითვალისწინებს თქვენს რეკომენდაციებს და მოთხოვნებს“,- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

1tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close