Sliderსაზოგადოება

ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ესეების კონკურსის გამარჯვებულია

პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე პერიოდუულად აქვეყნებს ჩჩანაწერებს, სათაურით: აუდიტორია N7.
ამჯერად მარიამ ცაცანაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტის შესახებ წერს:
“სტუ -ს დოქტორანტი ქეთევან კანდელაკი – ესეების კონკურსის გამარჯვებულია!!!
როცა დოქტორანტი შენთან ერთად ფიქრობს ძალა და ენერგია გეძლევა, თითქოს შედეგს წინასწარ ხედავ. გაფაციცებით შეყურებ თვალებში აი, ეხლა უმტყუნებს ნერვები, და… დაგეკარგაგება. მისგან ყოველი მომდევნო ზარი სიხარულია, ყოველი მომდევნო კვლევის ეტაპზე მსჯელობა – პატარა მიღწევა. ეს პატარ-პატარა მიღწევები კი მის ბიოგრაფიას ქმნის. შემოქმედებით, პატიოსან და პასუხისმგებლურ დამოკიდებულებას კი უკვე მისი მომავალი ჰქვია. კვალიფიციური და ქვეყნის სამსახურში მდგომი მოქალაქის მომავალი.
იცნობდეთ, ეს ქეთევან კანდელაკია სტუ საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტი. ახლახანს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) ფარგლებში კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გამოცხადებულ ესსების კონკურსში მიიღო მონაწილეობა „ “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის”. სათაურიც მოუძებნა მისი კვლევის შედეგებს „ჩემი თბილისის SMART მომავალი“. მერე ცოტა უკანაც დაიხია: სამეცნიერო კვლევის შედეგები თავისუფალ სტილში როგორ უნდა გადმოვცე, გამიჭირდებაო. ცოტა შემოვუძახე: რაც შენ თბილისის ქუჩებში „გიხეტიალია“ და ექსპერიმენტები გიტარებია, მოდი ერთიც სცადე ფეხით გაისეირნე შენს ამორჩეულ მარშრუტზე და ფიქრს რაც გამოყვება ის დაწერე თქო. ჰო მართლა, დამავიწყდა მეთქვა, რომ ქეთის სადოქტორო კვლევა ქ.თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის საკითხებს ეხება. რამდენიმე დაკვირვება და ექსპერიმენტი ჩაატარა, მერე სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის მეშვეობით მონაცემები მათემატიკის ინსტიტუტში დაამუშავა. ეჰ, რამდენჯერ დაუწუნეს. არ დაიზარა ისევ გაიმეორა, ისევ შეავსო. სწორედ ამ დროს მოუსწრო კონკურსის პრესრელიზმმა. მოკლედ გაჭრა „გასეირნების“ იდეამ. ერთი ამოსუნთქვით იკითხება მისი ესსე – წარსულიდან COVID-19-ს გავლით მომავლისაკენ. „ თბილისის ქუჩებში “COVID–19” გამოწვეული სიცარიელე მეფობდა. მუდამ მოფუსფუსე ქალაქის ქუჩებს გამოცხადებული წესების დაცვით გავუყევი, „დარჩი სახლშის“ ელექტრონულმა ტაბლოებმა ახალ გზავნილებზე დამაფიქრა. ტექნოლოგიურ პროგრესს წინ ვერაფერი აღუდგება. სიჩუმეს ქალაქის ზუზუნი დასძლევს. ვიდეოკამერები ავტომატურ რეჟიმში დაითვლიან სატრანსპორტო ნაკადებს და ამ ინფორმაციას გადასცემენ მართვის ცენტრს. ქალაქის ტრანსპორტის მოძრაობის მართვა ახალი კომუნიკაციის პირობებში გამარტივდება. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება დავგეგმოთ მგზავრობა. smart პროგრამა თვითონ შემოგვთავაზებს მარშრუტის რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს მეტროთი და ავტობუსით, გვიკარნახებს მაქსიმალურ დისტანციას ფეხით სიარულისათვის, მივიღებთ სასურველ ინფორმაციას მოძრაობის გრაფიკებზე, დროსა და მარშრუტზე, ეს ყველაფერი მობილური აპლიკაციას Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებითაა შესაძლებელი“. – თითქოს მარტივია, ან ოცნებას უფრო ჰგავს ქეთის ეს სიტყვები, მაგრამ მე ვიცი, მით უმეტეს იმ კვლევით ინსტიტუტებმა კიდევ უფრო მეტი იციან, სადაც დოქოტორანტი მონაცემთა დამუშავებისთვის გვყავდა მივლინებული, რამდენი შრომა, რამდენი დაწუნებული ინფორმაცია, რამდენი ხელახლად მოძიებული და გაანალიზებული მონაცემები დევს ამ სიტყვების უკან.
ვულაცავ ქეთის ამ წარმატებას. გთხოვთ თქვენც მიულოცეთ. სწორედ ამ თაობის დაუღალავ შრომას შეუძლია ევროპასა და საქართველოს შორის საუკუნეების წინ დაწყებული კულტურული კავშირი ტექნოლოგიური რენესანსის წინამორბედი გახადოს” – წერს მარიამ ცაცანაშვილი..

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close