სხვადასხვა

ნაცისტების უნიფორმის შემქმნელი და ჰიტლერის პირადი სტილისტი – მითები და რეალობა ჰუგო ბოსის ირგვლივ

რამდენიმე წლის წინ მსოფლიო მედიაში დიდი სკანდალი მოჰყვა ფაქტების გასაჯაროებას, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ვერმახტის ოფიცრებისა და ჯარისკაცების სამხედრო ფორმის შექმნაში მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „Hugo Boss“ მონაწილეობდა.  ცნობილი დიზაინერი ნაცისტებთან და პირადად, ადოლფ ჰიტლერთან კავშირში დაადანაშაულეს. კომპანია იძულებულიც კი გახდა, რომ დახმარებისთვის ისტორიკოსებისთვის მიემართა. იმის მიუხედავად, რომ მეცნიერებმა მედიაში გავრცელებული ზოგიერთი მითი უარყვეს, კომპანიამ ნაცისტებისთვის სამხედრო ფორმის შექმნის ფაქტი აღიარა და ფაბრიკებში სამხედრო ტყვეებისა და საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრების ექსპლუატაციისთვის ბოდიშიც მოიხადა.

Униформа вермахта | Фото: crazytrends.net

იმ დროისთვის „Hugo Boss“ ჯერ კიდევ არ იყო მსოფლიოში ცნობილი ბრენდი. დიზაინერმა  პროფესიული საქმიანობა 1902 წელს, სამკერვალო ფაბრიკის რიგით მუშად დაიწყო. 6 წლის შემდეგ ჰუგოს მშობლებისგან მემკვიდრეობით ქსოვილების მაღაზია ერგო, 1923 წელს კი საკუთარი სამკერვალო საწარმო გახსნა, სადაც სპეცტანსაცმელს, კომბინიზონებს და მუშებისთვის ლაბადებს კერავდა. 1930 წელს ბოსის ფირმას გაკოტრება დაემუქრა და კომპანიის გადასარჩენად, დიზაინერი ვერმახტისთვის უნიფორმების კერვას შეუდგა.

Нацистская форма, пошивом которой занималась компания *Hugo Boss* | Фото: bowandtie.ru

ხმები იმის შესახებ, რომ მსოფლიოში ცნობილმა კომპანიამ ნაცისტებთან თანამშრომლობით დიდი ფული იშოვნა, ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. 1997 წელს „Hugo Boss“-მა საჯაროდ აღიარა, რომ  ნაცისტებთან თანამშრომლობდა.  ბუნებრივია, ეს ფაქტი ბრენდის იმიჯზე უარყოფითად აისახა, ამიტომ კომპანიამ ისტორიული ფაქტების შესწავლა მიუნჰენელ ისტორიკოსს კესტერს თხოვა. 2012 წელს კესტერმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით „Hugo Boss“, 1924-1945.სამკერვალო ფაბრიკა ვეიმარის რესპუბლიკასა და მესამე რაიხს შორის“, სადაც თავისი კვლევის შედეგები დაწვრილებით განიხილა.

Нацистская форма, пошивом которой занималась компания *Hugo Boss* | Фото: frontovik.org

როგორც გაირკვა, ჰუგო ბოსი ნამდვილად კერავდა სამხედრო ფორმებს ვერმახტისთვის და ამ შეკვეთებით მართლაც უდიდესი შემოსავალი მიიღო. კომპანიის სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული გახლდათ 140 პოლონელი და 40 ფრანგი სამხედრო ტყვე, თუმცა წერილობითი მტკიცებულება, რომ ბოსი ადოლფ ჰიტლერის პირადი მკერავი გახლდათ, არ არსებობს.

Карл Дибич – дизайнер черной униформы СС | Фото: frontovik.org

ასევე გაირკვა, რომ დიზაინერი პირადად არ მონაწილეობდა ესკიზებისა და თარგების შექმნაში. მეტიც, SS-ის (Schutzstaffel – დამცავი რაზმი) შავი უნიფორმა არა ბოსის, არამედ გერმანელი მხატვრის, დიზაინერისა და SS-ის ოფიცრის კარლ დიბიჩის შექმნილია, ხოლო SS-ის ემბლემა – ძველგერმანული რუნები მხატვარ – გრაფიკოსს ვალტერ ჰეკს ეკუთვნის.

На создание эсэсовской униформы Дибича вдохновила форма прусских *Гусар смерти* | Фото: frontovik.org

SS-ის უნიფორმის შავი ფერი პატივისცემასა და შიშს იწვევდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ამ ფერს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი ჰქონდა. კერძოდ, ზაფხულის პერიოდში შავი ფერის სამოსი სიცხეს შთანთქამს და ოფლიანობას იწვევს. ამის გამო, ბოსმა რუხი უნიფორმების წარმოება დაიწყო, თუმცა მაღალი რანგის ოფიცრების ჩაცმულობაში შავი უნიფორმები მაინც დარჩა. აღსანიშნავია, რომ ჰუგო ბოსის ფაბრიკა მხოლოდ კარლ დიბიჩის შექმნილი მოდელების კერვაზე მუშაობდა.

Форма, разработанная Карлом Дибичем | Фото: mylitta.ru

ის, რომ ჰუგო ბოსი ნაცისტებთან ძალდატანების გარეშე, საკუთარი სურვილით თანამშრომლობდა, მისმა შვილმაც კი დაადასტურა. 2007 წელს ზიგფრიდ ბოსმა საჯაროდ აღიარა, რომ მამამისი ნაცისტური პარტიის წევრი იყო, რაც ასე ახსნა: „იმ დროს ყველა ნაცისტური პარტიის წევრი იყო და მთელი წარმოება ნაცისტებზე მუშაობდა“.

ჰუგო ბოსი ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი 1931 წელს, საკუთარი სურვილით გახდა.  ის მოწოდებით ნაცისტი იყო და სწორედ ეს გახლდათ მთავარი მიზეზი, რის გამოც მისი ფაბრიკა დაარეგისტრირეს, როგორც მნიშვნელოვანი სამხედრო წარმოება და ვერმახტის უნიფორმები შეუკვეთეს. გერმანელი ისტორიკოსის, ჰენინგ კობერის ინფორმაციით, „Hugo Boss“-ის ხელმძღვანელობა ნაცისტებისა და ჰიტლერის მხარდამჭერებისგან შედგებოდა.

Униформа вермахта | Фото: liveinternet.ru

ომის დასრულებისთანავე ბოსის ფაბრიკა ისევ ფოსტალიონების, პოლიციელებისა და რკინიგზელების სპეცტანსაცმლის კერვაზე გადავიდა. დიზაინერი დაპატიმრებას გადაურჩა. თუმცა ჯარიმის გადახდა მოუწია.
მოგვიანებით, ჰუგო ბოსის ნაწილობრივი რეაბილიტაცია მოხდა. 1948 წელს დიზაინერი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

В мире моды она считается самой красивой формой | Фото: fashionate.ru

რომან კესტერის წიგნის გამოცემას „Hugo Boss“-ის საჯარო განცხადება მოჰყვა, სადაც კომპანია „სინანულს გამოთქვამს ბოსის ფაბრიკაში მომუშავე პატიმრების ტანჯვის გამო“. თავისი განცხადებით კომპანიამ ისტორიკოსის დასკვნების სიმართლე აღიარა.

Дизайнер и основатель знаменитого бренда Хьюго Босс | Фото: wlooks.ru

და ბოლოს, მოდის სამყაროში „Hugo Boss“-ის მიერ მესამე რაიხისთვის შექმნილი უნიფორმა დღემდე ყველაზე ლამაზ და მოდურ სამხედრო სამოსად ითვლება.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close