Sliderსაზოგადოება

“საიდუმლო” ამოხსნილია – როგორ აძვრა “ქალბატონი ძროხა” სახლის სახურავზე

“ეს კადრები დღის საუკეთესო ფოტოებად იქნა დასახელებული…
დაგეთანხმებით და ასეა ნამდვილად!
სახლი, რომლის სახურავზეც ბრძანდება “ქალბატონი ძროხა” (დავესესხები მაია კახიანს) გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული რესტორანი დაბა მესტიაში, ხოლო ამ რესტორნის უკან მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი მდებარეობს…
“ქალბატონი ძროხა” მიბრძანდა კულტურის ცენტრის ეზოში, საიდანაც განახორციელა საუკუნის ასვლა, გაიარა მე-6 “ბ” კატეგორიის ურთულესი კედელი და დაიპყრო “ლუშნუ ქორ”!
ბარაქალა შენ, “ქალბატონო ძროხა”!
შენ, არ ფლობდი ალბათ იმ ინფორმაციას, რომ სწორედაც იმ შტატზე ბრძანდებით აყვანილი, სადაც “ქვეყნის მტრებად” შერაცხული ნარგის ნიგურიანი, მაია კახიანი და მანანა საღლიანი მსახურობდნენ, თორემ აღარ მიმართავდით პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას
შენც მოგაწევინეს ძროხუნი?
თუ არა, რამ აგიყვანა ამ სიმაღლეზე შენ, მადლიანო შენა ჰაა?
მოვითხოვ, “ქალბატონი ძროხის” უფლებების დაცვას და დაისაჯონ შესაბამისი პიროვნებები, რომლებმაც ვერ განუმარტეს დროულად, თუ რა თანამდებობას იკავებდა კულტურის ცენტრში, ხოლო მას დასჭირდა სიცოცხლისათვის საშიში ნაბიჯების გადადგმა.
სამწუხაროდ, არ ვფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და მოხდა თუ არა მისთვის სამაშველო დახმარების აღმოჩენა” – წერს მანანა საღლიანი ფეისბუქზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close