საზოგადოება

სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, 15 სექტემბერს დაიწყება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასწავლო პროცესის 15 სექტემბერს დაწყებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ადასტურებს.

„ნამდვილად ვადასტურებთ, რომ სამინისტრო ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის, რომ 15 სექტემბერს დაიწყოს სასწავლო პროცესი. ჩვენი ამოცანაა, რომ მოსწავლეებმა მიიღონ სრულფასოვანი განათლება და ხელმისაწვდომობა ყველა მოსწავლისთვის თანაბარი იყოს. სწორედ ამიტომ, ვართ პროცესში, ვგეგმავთ, თუ რა ფორმით შევთავაზებთ მოსწავლეებს განათლებას. ხაზს ვუსვამ, მთავარი მიზანი არის, რომ მოსწავლეები დაუბრუნდნენ სკოლებს და საკლასო ოთახში განახლდეს სასწავლო პროცესი“,- აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close