საზოგადოება

„21 წლამდე ადამიანების შეკრებას უფროსი ადამიანის დასწრების და მეთვალყურეობის გარეშე ავკრძალავდი“

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში წერს:

„უფროსი ადამიანის დასწრების და მეთვალყურეობის გარეშე 21 წლამდე ადამიანების შეკრებას ავკრძალავდი, დიდი გოგო რომ ვიყო. ასევე, ალკოჰოლის და თამბაქოს მიყიდვას 21 წლამდე.
ბევრი წლის წინ, დოლიძის ქუჩაზე, 7 წლის შვილი გავაგზავნე სიგარეტზე და ქალმა, რომელიც ყიდდა, არ მიცსა ბავშვს და გამოაბუნძულა უკან. ხოდა მე დღესაც მახსოვს ის ქალი, რომელიც თვალით არ მინახავს და მადლიერი ვარ მისი, რომ მომარტყა ცხვირში ჩემი სიზარმაცე და უპასუხისმგებლობა. და დღესაც ვნანობ, რომ მაღაზიაში მისვლა და მადლობის თქმა დავიზარე მაშინ“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close