საზოგადოება

„მისმა ოფისმა ნდობა დაკარგა და ახლა ნინო ლომჯარიას თხოვნა უწევს, რომ საქმეში ჩართონ“ – ირმა ჭკადუა

ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ისაუბრა და სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში ხდება დანაშაული და არის ხოლმე შემთხვევები, როცა დანაშაული ვერ იხსნება ან მიზანმიმართულად არ იხსნება. გამოძიებას შესაძლებელია, ჰქონდეს ცხელ კვალზე მოპოვებული გარკვეული ტიპის ინფორმაცია, მაგრამ მიზანმიმართულად არ აჟღერებდეს იმიტომ, რომ დამნაშავეები არ გაიქცნენ ან მტკიცებულებები არ გააქრონ. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში დროზე მნიშვნელოვანი ხარისხია. მნიშვნელოვანია რა შედეგს დადებენ და რამდენად სანდო იქნება ის. პირველ რიგში, ოჯახს არ უნდა შეეპაროს ეჭვი გამოძიების მიერ ჩატარებულ საქმეზე და ნებისმიერ ჩვენგანს არ უნდა დარჩეს კითხვები.
აქვე მინდა ვთქვა, რომ დღეს ალბათ ყველამ მოვისმინეთ სახალხო დამცველის განცხადება. ის ითხოვდა და ოჯახს თხოვდა, რომ ჩამრთეთ საქმეშიო. მე ძალიან ვწუხვარ და გამაოგნებელია ჩემთვის, როცა სახალხო დამცველს უწევს განცხადების გაკეთება, რომ საქმეში ჩართონ. რატომღაც ისე მოხდა, რომ ყველა საქმეში პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე საუბრობს და ახლა გამოვიდა, რომ მისმა ოფისმა ნდობა დაკარგა  და დღის წესრიგში დგას, რომ ვის უნდა ვენდოთ თუ არა სახალხო დამცველს და რატომაც არა და ოჯახს რატომ არ უნდა უნდოდეს, რომ სახალხო დამცველი იყოს ჩართული ამაში.
ეს საქმე მონიტორინგის ქვეშ არის და ყველა გამადიდებელი შუშით უყურებს. ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ჩართულობაც და ძალიან სამწუხაროა, რომ მას თხოვნა უწევს, რომ ჩამრთეთ ამ საქმეშიო  განაცხადა ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა გიორგი შაქარაშვილის ოჯახის სურვილის შემთხვევაში, მზადყოფნა გამოხატა, რომ საქმის გამოძიებაში ჩაერთოს.

თუ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს აქვს განცდა, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება დროულად, ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ აღნიშნული საქმის გამოძიებაში, –განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close