პოლიტიკა

„ივანიშვილი დიდი ხანია ყელში გეჩხირებათ, თუმცა მას ვერ მოინელებთ, აქეთ მოგინელებთ“ – სოფო კილაძე რომან გოცირიძეს

კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის მოსმენა ხმაურია ფონზე მიმდინარეობს. “რომან, ვიცით, რომ დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილი ყელში გეჩხირებათ, მაგრამ მას ვერ მოინელებთ, ივანიშვილი აქეთ მოგინელებთ”,– ასე მიმართ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ენმ–ს ლიდერ რომან გოცირიძეს.

“რა თქმა უნდა, მე ამ შესაძლებლობას ვერ გავუშვებ ხელიდან – ერთ რაღაცას გეტყვით, ოღონდ, ძალიან მოკლედ, გრძლად არა. თქვენ რამდენჯერმე ახსნეთ და ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ყელში გეჩხირებათ, მაგრამ ვერ მოინელებთ, პოლიტიკურად ის იქით მოგინელებთ”,– თქვა კილაძემ.

გოცირიძემ მას უპასუხა “ქალბატონო სოფო, თვალშიც გვეპატარავება”.

კომიტეტის სხდომა საათზე მეტია ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან როგორც უმრავლესობის, ისე “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close