სხვადასხვა

ბავშვებმა გედს კვერცხები დაუმტვრიეს, რის შემდეგაც დედა-გედს გული გაუსკდა, ხოლო მამა-გედი უგზოუკვლოდ გადაიკარგა

ბრიტანეთში მოზარდებმა გედს აგურით დაუმტვრიეს კვერცხები, რასაც დედა–გედი გადაჰყვა, იუწყება გამოცემა Daily Mail–ი.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მანჩესტერში მოხდა. გამვლელებმა დაინახეს, რომ მოზარდების ჯგუფი ხიდიდან აგურებს ესროდა გედის ბუდეს. დედა იმ მომენტისთვის ადგილზე არ იყო. როდესაც ის ბუდესთან მივიდა და დამტვრეული კვერცხები ნახა, თვითმხილველების თქმით, „გული გაუსკდა“ და მოკვდა, ხოლო მამა გედი უგზოუკვლოდ გადაიკარგა.

გამოცემა წერს, რომ შემთხვევის შემდეგ აქტივისტებმა ბუდეში ექვსი კვერცხი ნახეს, რომელთაგან დამტვრეული მხოლოდ სამი იყო, ორი — დაზიანებული, ერთი კი — უვნებელი. აქტივისტები, რომლებმაც იპოვეს კიდეც ბუდესთან მკვდარი დედა გედი, ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ მას გული გაუსკდა.

სპეციალისტები ამბობებ, რომ ზოგადად გედები ვერ უძლებენ სერიოზულ სტრესებს და იღუპებიან. ეს საოცარი ფრინველები თავადაც სიკვდილს არჩევენ, როდესაც პარტნიორი უკვდებათ.

sputnik-georgia.com

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close