საზოგადოება

ყურსასმენების გადაცემა იკრძალება, ჟურნალების/ბუკლეტების გავრცელება იზღუდება – რა წესების დაცვა მოგიწევთ მატარებლებში

მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის, რომელიც ასე გამოიყურება:

  • სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებში, უზრუნველყავით მგზავრთა ვიდეოსკრინინგი ან/და თერმოსკრინინგი;
  • შეიმუშავეთ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა;
  • ინფექციის შემცირების მიზნით სერვის ცენტრში, სატრანსპორტო საშუალებაში და სამუშაო ადგილებზე თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია ახალი კორონავირუსისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ; აგრეთვე აუდიო/ვიდეო ტექნიკის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებით უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;
  • უზრუნველყავით სერვის ცენტრებში უსაფრთხო დისტანციის მანიშნებელი შესაბამისი სტიკერების განთავსება (იატაკის ზედაპირზე) აგრეთვე, მოსასვენებელი სკამების ნაწილის ან სრულად მოხსნა/დემონტაჟი უსაფრთხო დისტანციის დაცვის მიზნით;
  • სერვის ცენტრის მოსაცდელ დარბაზში, მომსახურე პერსონალისა და მგზავრებისთვის, ხელმისაწვდომ ადგილას (საბილეთო სალაროს მიმდებარედ) განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;
  • უზრუნველყავით პერსონალისა და მგზავრების სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა – წყლითა და თხევადი საპნით;
  • სამუშაო ადგილებზე უზრუნველყავით ხელის დასამუშავებელი 60-70%-იანი სადეზინფექციო საშუალებების განთავსება და დასაქმებულებს მიაწოდეთ ინფორმაცია მათ სწორ მოხმარებაზე;
  • მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
  • პერიოდულად გაანიავეთ სამუშაო სივრცეები; თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; უზრუნველყავით თქვენს სამუშაო სივრცეში დასაქმებულები/მესამე პირები გამართული სავენტილაციო სისტემით;
  • მომსახურების ცენტრები უზრუნველყავით პერსონალისა და მგზავრების მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლით გახსნის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
  • ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყავით სამუშაო სივრცის სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ N6 დანართის შესაბამისად;
  • თქვენს სამუშაო სივრცეში (ყველგან, სადაც დასაქმებულებს უწევთ ყოფნა) არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;
  • უზრუნველყავით ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ყოველი მარშუტის დასრულების შემდგომ;
  • უზრუნველყავით სანიტარიული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 3-ჯერ დღეში. ყოველი დღის ბოლოს სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ N6 დანართის შესაბამისად;
  • შეზღუდეთ მატარებელში ჟურნალების, ბუკლეტების გაზეთების გავრცელება;
  • არ გადასცეთ მგზავრებს ტრანსპორტირების დროს სამგზავრო ბალიშები, ყურსასმენები და ა.შ. (გარდა ერთჯერადი ინდივიდუალური ნივთებისა).
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close