სამართალი

შოკისმომგვრელი კადრები – როგორ პირობებში ცხოვრობენ ქართველი „კანონიერი ქურდები“ საბერძნეთის ციხეში?

ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკანში საბერძნეთის პოლიციამ მასშტაბური რეიდი ჩაატარა

ეს კეთილმოწყობილი საკნები საბერძნეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ქართველ „კანონონიერ ქურდებს“ და მათი კლანის წევრებს ეკუთვნით.

 

საბერძნეთის პოლიცია გაოგნებული დარჩა, როდესაც ნიგრიტის ციხეში მასშტაბური რეიდი ჩაატარა. ნანახმა მათ მოლოდინს გადააჭარბა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეიდის მიზეზი სავარაუდო დარღვევების შესახებ მზარდი შეტყობინებები გახდა.

preview

საბერძნეთის პოლიციამ (ELAS) ერთ-ერთ კორპუსში განსაკუთრებულ ფუფუნებაში მყოფი პატიმრები აღმოაჩინა, რომლებიც ე.წ. ქართულ მაფიას მიეკუთვნებიან.

preview

 

და აი, რა დახვდათ ბერძენ სამართალდამცველებს ქართველების საკნებში: თანამედროვე ტელევიზორები, ორკამერიანი მაცივრები, უახლესი მოდელის კონდიციონერები, მობილური ტელეფონები, მიკროტალღური ღუმელი, სხვა სახის ელექტრო, თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სპორტული ტრენაჟორები, სამზარეულოს ჭურჭელი, ღვინის ბოთლები და მწვადის შესაწვავი მოწყობილობაც კი… ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებები.სხვებისგან განსხვავებით ციხის ამ ბლოკის საკნებში ჩატარებულია თანამედროვე რემონტი… საკნები, სადაც ქართული მაფიის წევრები იხდიან სასჯელს სველი წერტილები – საშხაპე და ტუალეტი ციხის სტანდარტული ფილების ნაცვლად აღჭურვილია ძვირფასი მოზაიკით.

საბერძნეთის პროკურატურამ ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. თანამდებობიდან გაათავისუფლეს ციხის უფროსი და უსაფრთხოების რეჟიმის ინსპქტორი.

საქმე კვალიფიცირებულია, როგორც დანაშაულებრივი შეთანხმება ციხის ხელმძღვანელობასა და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის.

საქმეში დევს ვიდე-თვალის ჩანაწერები, სადაც აღბეჭდილია კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, როგორ შედის ციხეში ერთ-ერთი პატიმრის ცოლი, რომელმაც ციხის თანამშრომლის დახმარებით პრივილეგირებულ პატიმარს სხვადასხვა ნივთები და საკვები შეუტანა, მათ შორის პრინტერი, ინტერნეტთან წვდომის მოწყობილობები, ანტისეპტიკები, დიდი ოდენობით ენერგეტიკული სასმელი Red Bull და სხვ.
მასშტაბურ რეიდს კოორდინაციას უწევდა ჩრდილოეთ საბერძნეთის პოლიციის გენერალური ინსპექტორი, გენერალ-ლეიტენანტი კონსტანტინო სკუმასი.

preview

 

ოპერაციაში 83 პოლიციელი და 6 სამსახუროებრივი ძაღლი მონაწილებდა. გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია განსაკუთრებულ პრივილეგიებში მყოფი 30 პატიმარი, რომელთა შორის 19 ქართული მაფიის წევრია. პრივილეგირებულ პატიმრებს შორის ორი ქართველი „კანონიერი ქურდია“ – 31 წლის ნოდარ შუკაკიძე (ნოდო გლდანსკი) და 44 წლის დავით მაზანაშვილი (დათო რუსთავსკი).

ორივე მათგანი გავლენიანი კრიმინალური „ავტორიტეტის“ ლაშა შუშანაშვილის ბერძნული კლანის წევრები არიან, რომლებიც 2018 წელს ევროპოლის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს (კავკასია-ნორმანდი).
საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ამავე კლანის წევრები არიან სხვა ქართველი პატიმრებიც. ერთ-ერთი პატიმრის, „კანონიერი ქურდის“ დავით მაზანაშვილის ადვოკატი, ვასილიკი კამილარი ამბობს, რომ პატიმრებს ამ ყველაფრის უფლება ჰქონდათ და რეალურად კანონდარღვევად ადგილი არ ჰქონია. ადვოკატის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოწყობილობების დაყენება ციხის საბჭოსა და იუსტიციის სამინისტროსთან იყო შეთანხმებული.

 

νιγριτα

 

νιγριτα

 

νιγριτα

 

νιγριτα

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close