Uncategorized

ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო, შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ, შესაძლოა, სასამართლოში სარჩელი შევიდეს

წარმოადგინოს მტკიცებულებები - ფერმერული გაერთიანებები ნათელაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ (ვიდეო)

ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო, შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ, შესაძლოა, სასამართლოში სარჩელი შევიდეს. საქართველოში მოქმედი ფერმერული გაერთიანებები სამართლებრივ დავას იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოდიშს არ მოიხდის ან საკუთარი ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს არ გამოაქვეყნებს.

ფერმერთა ასოციაციის პროტესტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ნათელაშვილი მერძევეთა ასოციაციის ხელმძღვანელს ფერმერ ნიკოლოზ ბენიაიძეს წინასაარჩევნოდ ქიზიყის მოსახლეობის მოსყიდვაში ადანაშაულებს. პოლიტიკოსი ფერმერს რუსეთის „ფეესბე“-ს ოფიცრად მოიხსენიებს და თავდაცვის მინისტრთან მის კავშირებზე მიუთითებს.

ბენიაიძე დედოფლისწყაროში ფერმერული საქმიანობით უკვე წლებია, დაკავებულია. რეზონანსული გამოხმაურების შემდეგ, „ლეიბორისტების“ ლიდერს განმარტებები აღარ გაუკეთებია.

1TV

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close